Thursday, February 11, 2010

Monsters and gods with Mark Rothko


"without monsters and gods, art cannot enact a drama." – Rothko
ურჩხულები, ღმერთები და ფანტაზია... ეს არის მამოძრავებელი ძალა ხელოვნებისა, რომელიც ცხოვრების იდად აზრად გვევლინება...
ადამიანი თავადაც ურჩხულია. მის სულში დაბუდებულ ნახევრადღმერთებსა და დემონეზე მიჯაჭვული ურჩხული, რომელიც დაუსრულებლად ისრუტავს ენერგიას.
კვადრატი, ფერი, კიდევ კვადრატი, კიდევ ფერი, ორი კვადრატი და კიდევ ათამდე ფერი... არა, ფერადი აგურით სახლს არავინ აშენებს! მაშინ ტაძარს?! დიახ შესაძლოა ასეც ითქვას, ფერისა და ჰარმონის ტაძარი. გისოსებიანი კოშკის გალავანი რომლიდანაც ფერადი ისტერია გასკდება...
მარკ როტკომ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში იმოგზაურა... მთავარანგელოზს სამოთხის კარი ღია რომ დარჩენოდა, ვიფიქრებდი როტკომ მისი სხივი მოპარა მეთქი, მაგრამ ანგელოზები ხომ შვეიცარული საათების სიზიუსთიტ მუშაობენ, ზედმეტი არაფერი გადმოცვივდებათ.
მარკ როტკოზე რომ ისაუბრო, ჯერ მითოლოგიას, მერე რელიგიას, მის პირად ცხოვრებას, ფროიდს, ნიცშეს იუნგსა და გოეთეს უნდა გაეცნო. მოკლედ, ურთულესი ადამიანის ამოსახსნელად, კლიტეები სხვადასხვა დროსა და ეპოქაში გულმოდგინედ უდნა მოძებნო.
უი, მაპატიეთ წარდგენა დამავიწყადა, დასაწყისშივე მსურდა მეთქვა რომ ეს სტატია მარკ როტკოს, შემოქმედების ლოგიკასდაქვემდებარებულ ანალიზს ეთმობა. ისე, შეხენებსითვის იმასაც გეტყვით რომ როტკო მხატვარია. როგრო გაგახენოთ?! ძალზე მარტივად, კუბიკები, ფერადი, კუბიკები წარმოიდგინეთ. აჰ, მალევიჩი?! არა, მალევიჩი არა მალევიჩის შავი კვადრატია, იგი როტკომდე მოღვაწეობდა თუმცა მისი გავლენა როტკოს შემოქმედებაში უდავოა. მაშ, რახან მალევიჩით გავიწყეთ, ყველაფერს თავისი შესავალი უნდა ქონდესო ნათქვამია და სწორედ მისი კვადრატულობის იდეა განვმარტოთ.
„ეპოქის სული“
მეოცე საუკუნის დასაწყისი, სწორედ ის პერიოდია, როცა შუასაუკუნეობრივი ჩაკეტილობიდან, ინკვიზიციური სულისაგან იწყებს გამოღვიძებს სამყარო. ღმერთისა და სამყაროს შესაქმნის იდეა მოდერნიზებას მოითხოვს, აქტიურდება ბასრი გონება და იჩრდილება ის ემოციურობა და ბრმა შესაქმნის იდეა, რომელიც გასულ „ბნელ სუკუნეებს“ ლაითმოტივად გასდა.
იწყება ძაიება ახლი, ღმერთისა – ან უღმერთობის. თუ გადამეტებილლი არ იქნება უღმერთობის იდეის ხელოვნებაში შემომტანად კაზმირ მალევიჩი შეიძლება მოვნათლოთ. 1918 წელს მალევიჩი, სცენიური გაფორმებისათვის ხატავს სრულიად შავ კვადრატს სახელწოდებით „მზეზე გამარჯვება“ – მზეში, სომბოლისტურად, ღმერთი უნდა მოვიაზროთ, რადგან უძველესი ანტიკურობიდან მოყოლებული, მზე მამაობრიობისა და ღვთიურობის სომბოლოდ წარმოგვიდგება. კუბების გამოყენების ეს ფორმა, რომელსაც თავად მხატვარი სუპერმატისტულს უწოდებს, მალევე ხდება პოპულარული, მსოფლიო მოწონების საგანი, თუმცა იდეა( ათეიზმის) რომელიც მასშია გატარებული დაბინდული და შეუცნობელია.
მარკ როტკო, ლატვიელი მხატვარი ამ დროისათვის გერმანიაში ცხოვრობს, ომიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირისაგან თავადასახწევად იგი გერმანიიდან ამერიკაში მიემგზავრება, სადაც იწყება მისი მგზნებარე მისტერიებით სავსე სამხატვრო კარიერა. ის და მისი თანამოაზრეები: ჯონ გრეჰემი, ადოლფ გოგეტი ჰერსტი და სხვები, ინტერესდებიან ფროისის ნიცშესსა და კარლ იუნგის შემოქმედებით. რაც გამოვლინებას პოვებს მათსავე შემოქმედებაში. როტკოს განსაკუთრებით იტაცებს მითოსი და მითოლოგიური პერსონაჟბის იდეა.
იგი ხატავს კვადრატებს, რომლებიც მისი სულიერი ტყვეობის სიმბლოდ აღიქმებოდა. როტკო ამბობდა რომ ფერი, ნათელი ტონი ეს არის საშუალება ყველაზე ნათლად გადმოსცე ტკივილი. საკუთარი ტკივილის გადმოცემას კი იგი ძალზე ორიგინალური, ფერთა კომპოზიციით ცდილობდა: დომინატური ფერი ყვითელი, (ოქროცურვილა), თიტქმის იდეალურია, ხოლო ჟოლოსფერის ცხქერა აღფრთოვენსბისა და სულისშეხუთვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი.
როტკო თვლიდა რომ: „ნახატმა უნდა გამოთქვას გრძნობა, გონების ჩარევის გარეშე“ იგი შეგნეგაულად ცდილობდა მოეხდინა ბავშვური ნახატების იმიტაცია „ბავშვური, მხატვრობა ტრანსფორმაციას განიცდის პრიმიტივიზმში, რომელიშიც მხოლოდ ბავშს შეუძლია საკუთარი თავის გამოვლინება“. მხატვარს მისი უცნაური გემოვნებისა და ახლებური სტილის გამო, ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც აბსტრაქციონისტს. მას მიაკუთვნებდნენ იმავე ფერწერულ კატეგორიას რომელშიც იყვნენ პიკასოს, სალვადორ დლიასა და კანძინსკი. თუმცა თავად ავტორი არასოდეს მიიჩნევდა თავს აბსტრაქტიონისტად.
„ არ ღირს ჩემი შემოქმედების აბსტრაქციონიზმად მონათვლა, მე არ მაქვს განზრახვა შევქმნა ან აქცენტი გავაკეთო, ფერისა და ადგილის ფორმალურ მიმართებაზე. მე ვუარვყოფ ტრადიციულ გამომხატველობით ფორმას, მხოლოდ იმისათვის რომ გავაძლიერო ნახატის სახელწოდების ექსპრესია“ – თუმცა მისი ნახატების უმრავლესობას სხელი არასოდეს ჰქონია.
მართლაც, მისი ნახატების შემხედვარეს ერთი, ძალზე მარტივი კითხავა გიჩნდებათ – რა არის მის შემოქმედებაში განსაკურებული?! თუკი სახაზავის ხმარება ვიცი, ამას ხომ მეც გავაკეთებ?! მაგრამ ფერი? იდეა?! ხომ არაფერი გავიწყდება? ნუთუ შეგიძლია, ნახატს შინაგანად მიანიჭო ასეთი ტევადობა, სივრცე, რომელშიც ხელის მიდებითანავე იძირები. მის ქმნილებებში ხომ უმცირესი დატვირთავაც არაა ხაზზე, ფორმასა და ჩრდილზე. ერთადერთი იარაღი მხატვრის ხელში მხოლოდ ფერია. წარმოუდგენელი სირთულით მისაღწევ მოლაპარაკე ფერი, რომელიც მოგითხრობს სამყაროს დაბადებას, განვითარებსა და მომავალი სიკვდილის შესახებაც.
როტკომ ამ მარტივ, ბრტყელ ნახატებს „მულტფილმები“ ანუ საკუთარი აზრების მარტივი გამოვლინება უწოდა. თუმცა ყოველივე ასე მარტივად, ბავშვურად სრულებითაც არ გამოიყურება. ხელოვნება, ეპოქის სულის ყველაზე უკეთესი გამოვლინებააო ნათქვამია – როტკომ ეს იდეა ყველაზე უკეთესად განავითარა იგი ერტხელ მან თქვა: „თუკი ანტიკური ადამიანები ქმნიდნენ, ღმერთებს ჰიბრიდებსა და ნახევრადღმერთბს, თანამდროვე ადამიანმა ისინი ფაშიზმითა და კომუნიზმით ჩაანცვლაო“. – განა სწორედ ამგავრადვე არ იყო?! როტკო ზედმიწევნით ხვდებოდა განახლებული სმყაროს მოთხოვნებს?
მას შემდეგ რაც როტკო მისი ეპოქის ყველაზე დიდი მაზორევნეების ფროიდის, ნიჩშეს, იუნგის შემოქნედებას გაეცნო, მისმა ნახატებმა ახალებური ფსიქოლიგიური და დრამატული დატვირთვა მიიღო. მან განავითარა მითოლოგიური ტრანსფორმაციის იდეა, – მისი ხედვით მითოსის ტრაგედიები უცვლელი იდეითა და ახლებური ფორმით განვითარდა სამყაროში.
როტკო საკუტარ შემოქმედებას სურეალიზმსა და „მეხსიერება და ჰალიცინაციას“ უწოდებდა. იგი თვლიდა, რომ მხატვრები დიდ ნახატებს ქმნიან რადგან საკუთარის თავის გამოსახვა მცირე ზომის კვადრატებში არ შეუძლიათ. ხოლო დიდ ტილოებში ეტევა პატივმოყვარე ეგო ნებისმიერი შემოქმედისა. „ეს არის სამყარო რომელიც შენია და შენვე მართავ.“
რა იყო როტკოსთვის ხელოვნება? – „მხიარულებაში გამოვლენილი ნამდვილი ტრაგეია, ეს არის ჩემთვის ჭეშმარიტი ხელოვნების გაგება“. ტრაგედია მის ცხოვრებას მუდმივად გასდევდა. აწეწილმა პირადმა არსებობამ იგი ანტიდეპრესანტებზე მიაჯაჭვა. რის გამოც, როტკოს ცხოვრება – ყველაზე ფერადი, ყველაზე ტრაგიკული და მარტოსული ფანჯარა კვადრატი – 1970 წლის 25 თებრევალს საბოლოდ დახურა მნახველებითვის.

1 comment:

  1. როტკო ის შემოქმედია, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე, იმედია ისიამოვნებთ, მისი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის გაცნობით

    ReplyDelete