Sunday, February 14, 2010


St. valentin or - წარმართული რიტუალი შუასაუკუნეებიდან
სიყავრულის პანდემია ყველაზე თავლსაჩინო 14 თებერვალს ხდება. ამ დღეს მსოფლიოში სასიყვარულო რეკორდების დამყარებისა და ქორწინებისათვის საუკეთესო მომენტია. მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კოცნა, ყვალზე მრვალრიცხოვანი ქორწინება და ნამდვილი სასიყვარლო ეიფორია, ყოველი წლის 14 თებერვალს ხელახალი ძლით იჩენს თავს.

14 თებერვალს მთელი მსოფლიო განურჩევალდ ფერისა, სქესისა თუ ეროვნებისა, წმინდა ვალენტინის – სივარულის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ალბათ სიყავრულს ბევრი გააზრება არ სჭირდება, თუმცა ჩემთვის საინტერესო გახდა თავად წმინდა ვალენტინის პიროვენბა და მიზეზი თუ რის გამო გახდა ვალენტინის სავარაუდო გარდაცველების თარიღი, საერთაშორიოს სიყვარულის დღე. მოკლედ მეტ სიცხადეს შევიტანთ საკითხში თუ წარსულში, ძველ რომში და მის მისტერიულ სულში გადავიხედავთ.

ყველაფარი ძველ რომში ლუპერკალიის დრესასწაულზე დაიწყო – ქალღმერთ ლუპერკალის საპატივცემლოდ ყოველი წლის 15 თებერვალ, მსხვერპლშეწირვილის რიტუალი იმართებოდა. ლუპერკულია ჯანმრთელობის მცველი და შვილოსნობის ქალღმერთი გახლდათ. ლუპერკალიის კულტის გააქტიურება ძველ რომში 227 წელს მასიურ ახალშობილთა სიკვდილიანობას უკავშირდებოდა. ლუპერკალიის დრესასწაულზე შიშველი მამაკაცები თხის ტყავის მათრახებით ხელში როზგავდნენ პროცესიაში მონაწილე ქალებს. ქალებს, რომლებიც ქალღმერთს შვილიანობასა და საორსულო ტკივილების შემსუბუქებას შესთოვდნენ. პროცეესიის ბოლოს მანდილოსნებიც იხდიდნენ და საყოველთაო ორგიის ფერხულში ერთვებოდნენ. პროცესიაში რომის ყველა ფენის ოჯახი იღებდა მონაწილეობას.

ზოგადად ისტორიისათვის ორი წმინდა ვალენტინია ცნობილი, ორივე მათგანი ქრისტიანი მღვდელი და ორთავე ძველ რომში, სავარაუდოდ მეშვიდე, მერვე საუკუნეში მოღვაწეობდნენ. სამწუხაროდ, რომლის სასულიერო მატიანეში დაზუსტებული არ არის, საუბარია ორ განსხვავებულ პიროვნებაზე თუ ერთი ადამიანი გავლილ ორგვარ გზაზე.

მეცამეტე საუკინის რომაული ოქროს ლეგებდა მოგვითხრობს, მოძღავრ ვალენტინზე რომელიც იმპერატორი კლაუდიუსის ჯარისკაცებს იდუმლად აქორწინებდა. იმ დროისათვის კლაუდიუს აკრძალული ქჰონდა ცოლის მოყვანა საკუთარი ჯარისკაცებისათვის, რათა ამ უკანასკნელთ ენერგია უქმად არ დაეხარჯათ. მოძღავრი ვალენტინი იმპერატორი ბრძანების დარღვევითვის დააკავეს და ციხეში ჩასვეს, მას თავის კვეთით სიკვდილი მიუსაჯეს. ვალენტინს უკანსკნელი წერილი უანდერძებია, საპყრობილის მცველის ავადმყოფი ქალიშვილისათვის, წერილს კი გოგონა სასწაულებრივად განუკურნებია.

წმინდა ვალენტინი კარგა ხანს მივიწყებული ჰყავდათ სანამ მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნეების საფრანგეთსა და ინგლისში მისი სახელის პოპულარიზაციას განგებ არ მიჰყვეს ხელი სახელწიფო მოღვაწეებმა. მათ სურდათ ქალღმერთ ვაინონას წარმართული კულტი, ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მედატ ახლობელი და ტანჯული პიროვნების დრესასწაულით ჩაენაცვლებინათ.

თუკი ისტორიასა და მითოლოგიას ლოგიკურად მივყვებით დავიანახავთ რომ ღვთაება ვაინონა რომაული ქალღმერთია იგი, დიდ ბრიტანეთში რომაელთა ბატონების დროს გავრცელდა. იგი ოჯახისა და ქორწინების მფარველად მიიჩნეოდა. იუნონა სახეცვლილი ვერსიაა ქალღმერთი ლუპერკალის, ხოლო ორივე მათგანის ჩამანაცვნებელი განმანათლებლობისა პერიოდში წმინდა ვალენტინი გახდა. სწორედ ამ პერიოდში „ირთვება“ ვალენტინის პიროვენება ათასგვარი ლეგენდით: მას მიწერენ თავისუფალი სიყვარულის ლეგენდას, თითქოს იგი ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე და ჯვრისმწერი ყოფილიყოს.

თუ, დროსა და ეპოქას თანმიმდევრულად მივყევით, შეუძლებელია ვალენტინს თავისუფალი სიყვარულის იდეა მივაწეროთ, განსაკუთრებით კი შუა საუკუნეებში როცა სექსუალურობის თემა დახურულად და მწვალებლურად მიიჩნევოდა.
მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ვალენტნინობა, როგორც დღესასწაული მეტ–ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა. მისი როგორც დღესასწაულის განსაკუთრებული პოპულარიზაცია კი ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე მოხდა.
ასე მაგალითად 1847 წელს ესტერ ხოუარდმა აშშ–ს შტატი მასაჩუსესიდან დაიწყო ხელითნაკეთი მისალოცი ბარათებისა და სუვენირების დამზადება წმინდა ვალენტინის დღისათვის, რომელთაც გულის ფორმა ჰქონდათ. მალე მისმა ნამუშვერებმა არნახული პოლულარობა მიოპოვეს და მათი ქარხნული და სერიული წარმოება დაიწო. იმისათვის რათა ეკონომიკური მოგება გაზრდილიყო და ამავდროულად შენარჩუნებულიყო უძველესი სასიყვარულო ტრადიცია, წმინდა ვალენტინის დღე ოფიციალურ დრესასწაულთა ნუსხას მიემატა.

თმცა, არც კათოლიკური და არც მართმადიდებლური ეკლესია, დიდ მხარდაჭერას არ უცხადებს წმინდა ვალენტინის დღესასწაულს. 14 თებერბალს კათოლიკური ეკლესიაში წმინდანების კირილესა და მეფოდიას ღსოვნის დრეს აღნიშნავენ, ხოლო მართმადიდებლური რელიგიის მსახურები ამ დღესასწაულის წმინდანის, წმინდა ვალენტინის წმინდა ტრიფონით ჩანაცვლებას ითხოვენ. ისლამური სამყარო კი ზოგადად კრძალავს წმინდა ვალენტინისა და სიყვარულის დღეს.

ასე თუ ისე, დღესასწაული არსებობს და როგორც სოციოლოგიურმა გამოკითხავმ აჩვენა ამერიკაში იგი ყველაზე პოპულარული დრესასწაულია შობის შემდგომ. 14 თებერვალი ოფიციალური დასვენების დღედაა დაკანონებული, თუმცა მას უფრო საერო ხასიათი აქვს ვიდრე საეკლესიო.

მოკლედ, წმინდა ვალენტინის დღე რჩება შეყვარებულთა და ბიზნესმენთა უსაყვარლეს დრესასწაულად. წმინდა ვალენტნი კი მშვიდად განისვენებს საბერძნეთის ერთ – ერთ ტაძარში და ვინ იცის, იქნებ მართლა „ეაჯება“ ღმერთს შეყვარებულთა გულებისათვის.

Thursday, February 11, 2010

Monsters and gods with Mark Rothko


"without monsters and gods, art cannot enact a drama." – Rothko
ურჩხულები, ღმერთები და ფანტაზია... ეს არის მამოძრავებელი ძალა ხელოვნებისა, რომელიც ცხოვრების იდად აზრად გვევლინება...
ადამიანი თავადაც ურჩხულია. მის სულში დაბუდებულ ნახევრადღმერთებსა და დემონეზე მიჯაჭვული ურჩხული, რომელიც დაუსრულებლად ისრუტავს ენერგიას.
კვადრატი, ფერი, კიდევ კვადრატი, კიდევ ფერი, ორი კვადრატი და კიდევ ათამდე ფერი... არა, ფერადი აგურით სახლს არავინ აშენებს! მაშინ ტაძარს?! დიახ შესაძლოა ასეც ითქვას, ფერისა და ჰარმონის ტაძარი. გისოსებიანი კოშკის გალავანი რომლიდანაც ფერადი ისტერია გასკდება...
მარკ როტკომ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში იმოგზაურა... მთავარანგელოზს სამოთხის კარი ღია რომ დარჩენოდა, ვიფიქრებდი როტკომ მისი სხივი მოპარა მეთქი, მაგრამ ანგელოზები ხომ შვეიცარული საათების სიზიუსთიტ მუშაობენ, ზედმეტი არაფერი გადმოცვივდებათ.
მარკ როტკოზე რომ ისაუბრო, ჯერ მითოლოგიას, მერე რელიგიას, მის პირად ცხოვრებას, ფროიდს, ნიცშეს იუნგსა და გოეთეს უნდა გაეცნო. მოკლედ, ურთულესი ადამიანის ამოსახსნელად, კლიტეები სხვადასხვა დროსა და ეპოქაში გულმოდგინედ უდნა მოძებნო.
უი, მაპატიეთ წარდგენა დამავიწყადა, დასაწყისშივე მსურდა მეთქვა რომ ეს სტატია მარკ როტკოს, შემოქმედების ლოგიკასდაქვემდებარებულ ანალიზს ეთმობა. ისე, შეხენებსითვის იმასაც გეტყვით რომ როტკო მხატვარია. როგრო გაგახენოთ?! ძალზე მარტივად, კუბიკები, ფერადი, კუბიკები წარმოიდგინეთ. აჰ, მალევიჩი?! არა, მალევიჩი არა მალევიჩის შავი კვადრატია, იგი როტკომდე მოღვაწეობდა თუმცა მისი გავლენა როტკოს შემოქმედებაში უდავოა. მაშ, რახან მალევიჩით გავიწყეთ, ყველაფერს თავისი შესავალი უნდა ქონდესო ნათქვამია და სწორედ მისი კვადრატულობის იდეა განვმარტოთ.
„ეპოქის სული“
მეოცე საუკუნის დასაწყისი, სწორედ ის პერიოდია, როცა შუასაუკუნეობრივი ჩაკეტილობიდან, ინკვიზიციური სულისაგან იწყებს გამოღვიძებს სამყარო. ღმერთისა და სამყაროს შესაქმნის იდეა მოდერნიზებას მოითხოვს, აქტიურდება ბასრი გონება და იჩრდილება ის ემოციურობა და ბრმა შესაქმნის იდეა, რომელიც გასულ „ბნელ სუკუნეებს“ ლაითმოტივად გასდა.
იწყება ძაიება ახლი, ღმერთისა – ან უღმერთობის. თუ გადამეტებილლი არ იქნება უღმერთობის იდეის ხელოვნებაში შემომტანად კაზმირ მალევიჩი შეიძლება მოვნათლოთ. 1918 წელს მალევიჩი, სცენიური გაფორმებისათვის ხატავს სრულიად შავ კვადრატს სახელწოდებით „მზეზე გამარჯვება“ – მზეში, სომბოლისტურად, ღმერთი უნდა მოვიაზროთ, რადგან უძველესი ანტიკურობიდან მოყოლებული, მზე მამაობრიობისა და ღვთიურობის სომბოლოდ წარმოგვიდგება. კუბების გამოყენების ეს ფორმა, რომელსაც თავად მხატვარი სუპერმატისტულს უწოდებს, მალევე ხდება პოპულარული, მსოფლიო მოწონების საგანი, თუმცა იდეა( ათეიზმის) რომელიც მასშია გატარებული დაბინდული და შეუცნობელია.
მარკ როტკო, ლატვიელი მხატვარი ამ დროისათვის გერმანიაში ცხოვრობს, ომიანობის, ეკონომიკური სიდუხჭირისაგან თავადასახწევად იგი გერმანიიდან ამერიკაში მიემგზავრება, სადაც იწყება მისი მგზნებარე მისტერიებით სავსე სამხატვრო კარიერა. ის და მისი თანამოაზრეები: ჯონ გრეჰემი, ადოლფ გოგეტი ჰერსტი და სხვები, ინტერესდებიან ფროისის ნიცშესსა და კარლ იუნგის შემოქმედებით. რაც გამოვლინებას პოვებს მათსავე შემოქმედებაში. როტკოს განსაკუთრებით იტაცებს მითოსი და მითოლოგიური პერსონაჟბის იდეა.
იგი ხატავს კვადრატებს, რომლებიც მისი სულიერი ტყვეობის სიმბლოდ აღიქმებოდა. როტკო ამბობდა რომ ფერი, ნათელი ტონი ეს არის საშუალება ყველაზე ნათლად გადმოსცე ტკივილი. საკუთარი ტკივილის გადმოცემას კი იგი ძალზე ორიგინალური, ფერთა კომპოზიციით ცდილობდა: დომინატური ფერი ყვითელი, (ოქროცურვილა), თიტქმის იდეალურია, ხოლო ჟოლოსფერის ცხქერა აღფრთოვენსბისა და სულისშეხუთვის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი.
როტკო თვლიდა რომ: „ნახატმა უნდა გამოთქვას გრძნობა, გონების ჩარევის გარეშე“ იგი შეგნეგაულად ცდილობდა მოეხდინა ბავშვური ნახატების იმიტაცია „ბავშვური, მხატვრობა ტრანსფორმაციას განიცდის პრიმიტივიზმში, რომელიშიც მხოლოდ ბავშს შეუძლია საკუთარი თავის გამოვლინება“. მხატვარს მისი უცნაური გემოვნებისა და ახლებური სტილის გამო, ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც აბსტრაქციონისტს. მას მიაკუთვნებდნენ იმავე ფერწერულ კატეგორიას რომელშიც იყვნენ პიკასოს, სალვადორ დლიასა და კანძინსკი. თუმცა თავად ავტორი არასოდეს მიიჩნევდა თავს აბსტრაქტიონისტად.
„ არ ღირს ჩემი შემოქმედების აბსტრაქციონიზმად მონათვლა, მე არ მაქვს განზრახვა შევქმნა ან აქცენტი გავაკეთო, ფერისა და ადგილის ფორმალურ მიმართებაზე. მე ვუარვყოფ ტრადიციულ გამომხატველობით ფორმას, მხოლოდ იმისათვის რომ გავაძლიერო ნახატის სახელწოდების ექსპრესია“ – თუმცა მისი ნახატების უმრავლესობას სხელი არასოდეს ჰქონია.
მართლაც, მისი ნახატების შემხედვარეს ერთი, ძალზე მარტივი კითხავა გიჩნდებათ – რა არის მის შემოქმედებაში განსაკურებული?! თუკი სახაზავის ხმარება ვიცი, ამას ხომ მეც გავაკეთებ?! მაგრამ ფერი? იდეა?! ხომ არაფერი გავიწყდება? ნუთუ შეგიძლია, ნახატს შინაგანად მიანიჭო ასეთი ტევადობა, სივრცე, რომელშიც ხელის მიდებითანავე იძირები. მის ქმნილებებში ხომ უმცირესი დატვირთავაც არაა ხაზზე, ფორმასა და ჩრდილზე. ერთადერთი იარაღი მხატვრის ხელში მხოლოდ ფერია. წარმოუდგენელი სირთულით მისაღწევ მოლაპარაკე ფერი, რომელიც მოგითხრობს სამყაროს დაბადებას, განვითარებსა და მომავალი სიკვდილის შესახებაც.
როტკომ ამ მარტივ, ბრტყელ ნახატებს „მულტფილმები“ ანუ საკუთარი აზრების მარტივი გამოვლინება უწოდა. თუმცა ყოველივე ასე მარტივად, ბავშვურად სრულებითაც არ გამოიყურება. ხელოვნება, ეპოქის სულის ყველაზე უკეთესი გამოვლინებააო ნათქვამია – როტკომ ეს იდეა ყველაზე უკეთესად განავითარა იგი ერტხელ მან თქვა: „თუკი ანტიკური ადამიანები ქმნიდნენ, ღმერთებს ჰიბრიდებსა და ნახევრადღმერთბს, თანამდროვე ადამიანმა ისინი ფაშიზმითა და კომუნიზმით ჩაანცვლაო“. – განა სწორედ ამგავრადვე არ იყო?! როტკო ზედმიწევნით ხვდებოდა განახლებული სმყაროს მოთხოვნებს?
მას შემდეგ რაც როტკო მისი ეპოქის ყველაზე დიდი მაზორევნეების ფროიდის, ნიჩშეს, იუნგის შემოქნედებას გაეცნო, მისმა ნახატებმა ახალებური ფსიქოლიგიური და დრამატული დატვირთვა მიიღო. მან განავითარა მითოლოგიური ტრანსფორმაციის იდეა, – მისი ხედვით მითოსის ტრაგედიები უცვლელი იდეითა და ახლებური ფორმით განვითარდა სამყაროში.
როტკო საკუტარ შემოქმედებას სურეალიზმსა და „მეხსიერება და ჰალიცინაციას“ უწოდებდა. იგი თვლიდა, რომ მხატვრები დიდ ნახატებს ქმნიან რადგან საკუთარის თავის გამოსახვა მცირე ზომის კვადრატებში არ შეუძლიათ. ხოლო დიდ ტილოებში ეტევა პატივმოყვარე ეგო ნებისმიერი შემოქმედისა. „ეს არის სამყარო რომელიც შენია და შენვე მართავ.“
რა იყო როტკოსთვის ხელოვნება? – „მხიარულებაში გამოვლენილი ნამდვილი ტრაგეია, ეს არის ჩემთვის ჭეშმარიტი ხელოვნების გაგება“. ტრაგედია მის ცხოვრებას მუდმივად გასდევდა. აწეწილმა პირადმა არსებობამ იგი ანტიდეპრესანტებზე მიაჯაჭვა. რის გამოც, როტკოს ცხოვრება – ყველაზე ფერადი, ყველაზე ტრაგიკული და მარტოსული ფანჯარა კვადრატი – 1970 წლის 25 თებრევალს საბოლოდ დახურა მნახველებითვის.

Wednesday, February 10, 2010

Tuesday, February 9, 2010


“სიყვარული არ არსებობს, არსებობს, მხოლოდ მისი მტკიცებულება”
ალბათ, წარმოუდგენელია თქვა ახალი ბერნარდო ბერტოლუჩის შემოქმედების შესახებ. შეუძლებელია, კინოეკრანის ლაჟვარდის მპყრობელს ხოტბა შეასხა იმგვარად, როგორც არც ერთ კინომანს, არც ერთ “ფანატსა” და კინომცოდნეს არ გამოუთქვამს.
თუმცა, ბერტოლუჩი ხომ ყოველ ჯერზე, ხელახლა და ახლებურად განიცდება, ამიტომაც მსურს, ჩემი შეხედულება გადანდოთ, კონირეჟისურის, პიროვნების, უბრალოდ ადამიანისა და დიდი ხელოვანის შესახებ.
სულ, რამდენიმე დღის წინათ, მეგობრის თხოვნით, ბერტოლუჩის “მეოცნებეებს” – ხელახლა ვუყურე, გრძნობა, უცნობი და თან საოცრად ნაცნობი გახლდათ. გმირები გამაოგნებელი, სითფოთი, მეგობრობითა და გულწრფელობით მიმზერდნენ. გულმოდგინედ ცდილობდნენ ჩემამდე ის განცდები მოეტანათ, რომელიც მათ და რეჟისორის თავვებში, მოჩვენებებივით დაწრწოდნენ. მოკლედ, უზარმაზარი, საპნის ბუშტებით ნაბერი, ჰაეროვანი და ძალზე ფუფულა გარსით მალევე შემკრეს, გარსში რომლიდანაც გამოსვლა მხოლოდ შესაფერისი საშვითაა შესაძლებელი, თანაც თქვენივე სურვილით, სურვილით რომელიც არასოდეს დაიბადება.
ბერტოლუჩი ჭაობს ჰგავს, ან კი უბრალოდ “ობობას სვირინგს” , ერთი მხრივ გითრევს მეორე მხრივ კი ცდილობს საკუთარი სახე სიფრთხილითა და მოკრძალებით შეგაცნობინოს. ქვეცნობიერად ხედავ, ნელ-ნელა როგორ იხდის, შენს წინაშე შენი უსულო სხეული. ნამდვილი მნიშვნელობით უსულო, რადგან შენ, კადრს მიღმა ხარ აყუდებული. შიშით ხვდები, როგორ გააგრძელებდი ცხოვრებას, მისი გმირების კვალდაკვალ, ცოტა მეტი გამბედაობა და სიმამაცე რომ გქონებოდა. არა, არ იფიქრო თითქოს, ბერნარდომ შენი და ჩემი “შიშები”, სადმე გადაეყარა, არა, მათაც განახებს, განახებს გაშიშვლებულს და ბოღმით აგავსებს - საკუთარი უსუსურებისათვის.
ბერტოლუჩისთან, აწმყო, მომავალს ეკვრის ხოლო, მომავლის შიში ლაითმოტივად, გასდევს, იზაბელს, შანდურაის, ტეოს, ალფრედოს, სოფის მე და თქვენ, მოკლედ ყველა მის გმირსა და მათ პროტოტპს... აღფრთოვანება და ტკივილი, ბოღმა სურვილი მოკლა გაანადგურო, მოსპო, რადგან არ შეგწევს ძალა, მიიღოს ისნი და საკუთრა თავში მიუჩინო კუთხის ნატეხი... და თუ შეძელი მაშ, უკვე საკუთარი თავი გძულს.
“ცოლ-ქმარი ერთად, 200 წელიც რომ ცხოვრობდეს, ქმარი ვერასოდეს გაიგებს ვინ არის მისი ცოლი” – ასე დასტირი მარლონ ბრანდოს გმირი, საკუთარი ცოლის სისხლისგანდაცლილ სხეულს. დასტირის ქალს, რომელმაც საოცნებო ოსტატობით შეძლო ქმრისა და საყვარლი გაიგივება, დამეგობრება და მათი ერთ ჭერქვეშ შეყრა... ბოღმანარევი ზიზღი და უსუსურობის განცდა, განა სხვა რა დაგებუფლება, იმ მამაკაცის შემხედვარეს, როემელიც თვითმკვლელ “უმადურ ცოლს” დასტირის, უკანასკნელი სალანძღავი სიყტვებით ამკობს და მაინც... განა ცხოვრებაშიც ასე არ ხება?! Gგანა, ჩვენს ფანჯრებს მიღმა გამუდმებით არ ვიბრძვით, ჩვენი წილი სიყვარულისთვის, ვიბრძვით გააფთრებულნი და საკუთარი ბედნიერებისთვის სხვათა მოკვდინებასაც კი არ ვერიდებით. ბერტოლუჩი, ცხოვრების პარადოქსია...
ბერტოლუჩი შენია და ჩემი, მოკლედ ყველა ჩვენთაგანის ფანჯრებსმოყუდებული კინოდარაჯია. მან ყველაზე უკეთ იცის, ერთგულების ფასი და არ ცდილობს ყალბი პათეთიკით ადამიანები გახადოს იმაზე კარგი, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან, ან იქნებიან. შენ ამაყი ხარ, რადგან ხვდები დასაფარი არაფერი გაქვს. შენი ცელულიტი ქორფაა, და თავლის უშრო ჭრილი მომხობვლავი რადგან ესა ხარ შენ, შენი ადამიანი... ბერტოლუჩისთან ის ხარ რაც უნდა იყო.
მარადიული “სილტოლვილე”
გამოსავალი ყველაფრიდან არსებოს, თუ ამ ცხოვრებაში არა. ალბათ, ათასი დედამიწისა და რეინკარნაციის გავლაა საჭირო საკუთარი თავის საპოვნელად. საპოვნელად იმ პირვენებისა რომელიც სადღაც შენ სიღმეებში ცხოვრობს. ღამე ძილისას გამოდის შენგან, ბნელეთში დაეხეტება და შენ და კოსმოს გაერთიანებთ.
ბერტოლუჩის გმირების გაუთავებელი ლტოლვა, სურვილი, მიაღწიონ, უცხო აღქმული მიწას პრაქტიკულად მიუღწეველია. მათ, დაუსრულებელ სპირალზე, სიბრტყეზე სიარული, ქანცავთ. გარბიან, ყველანი და ყველაფრისაგან, რეალობისგან, ოცნებისაგან, შიშისგან, სიყვარულისა და საკუთარი თავისაგან... გარბიან ყველა იმ ცხოვრების უსიამივნებისა თუ სიამოვნებისაგან რომელსაც ადამიანურ ემოცია და შესაძლო ტკივილი მოაქვთ. მხოლოდ სპეტაკი სილამაზით, სისუფთავით, მცირე მათგანი თუ ეზიარება იმას, რასაც ბერტოლუჩის სამყარო და თავად ცხოვრება ჰქვია.
ბერტლოუჩიც გარბის, გარბის დროსთან ერთად, რომლსაც არავითარი კანონზომიერება არ არინტერესებს. ბერტოლუჩი გარბის უკიდეგანოდ უკანმოუხედავად, უსირცხვილოდ, გაშიშვლებული სივრცეში.
“სიყვარული არ არსებობს, არსებობს, მხოლოდ მისი მტკიცებულება” – ამ სიტყვებს მისი გმირები არაერთხელ იმეორებენ (“მოუხელთებელი სილამაზე”, “მეოცნებენი”) ამიტომაც ყოველი მისი ქმნილება ადამიანური სიყვარულის მტკიცებულებაა.

you and bertoluchi