Tuesday, February 9, 2010


“სიყვარული არ არსებობს, არსებობს, მხოლოდ მისი მტკიცებულება”
ალბათ, წარმოუდგენელია თქვა ახალი ბერნარდო ბერტოლუჩის შემოქმედების შესახებ. შეუძლებელია, კინოეკრანის ლაჟვარდის მპყრობელს ხოტბა შეასხა იმგვარად, როგორც არც ერთ კინომანს, არც ერთ “ფანატსა” და კინომცოდნეს არ გამოუთქვამს.
თუმცა, ბერტოლუჩი ხომ ყოველ ჯერზე, ხელახლა და ახლებურად განიცდება, ამიტომაც მსურს, ჩემი შეხედულება გადანდოთ, კონირეჟისურის, პიროვნების, უბრალოდ ადამიანისა და დიდი ხელოვანის შესახებ.
სულ, რამდენიმე დღის წინათ, მეგობრის თხოვნით, ბერტოლუჩის “მეოცნებეებს” – ხელახლა ვუყურე, გრძნობა, უცნობი და თან საოცრად ნაცნობი გახლდათ. გმირები გამაოგნებელი, სითფოთი, მეგობრობითა და გულწრფელობით მიმზერდნენ. გულმოდგინედ ცდილობდნენ ჩემამდე ის განცდები მოეტანათ, რომელიც მათ და რეჟისორის თავვებში, მოჩვენებებივით დაწრწოდნენ. მოკლედ, უზარმაზარი, საპნის ბუშტებით ნაბერი, ჰაეროვანი და ძალზე ფუფულა გარსით მალევე შემკრეს, გარსში რომლიდანაც გამოსვლა მხოლოდ შესაფერისი საშვითაა შესაძლებელი, თანაც თქვენივე სურვილით, სურვილით რომელიც არასოდეს დაიბადება.
ბერტოლუჩი ჭაობს ჰგავს, ან კი უბრალოდ “ობობას სვირინგს” , ერთი მხრივ გითრევს მეორე მხრივ კი ცდილობს საკუთარი სახე სიფრთხილითა და მოკრძალებით შეგაცნობინოს. ქვეცნობიერად ხედავ, ნელ-ნელა როგორ იხდის, შენს წინაშე შენი უსულო სხეული. ნამდვილი მნიშვნელობით უსულო, რადგან შენ, კადრს მიღმა ხარ აყუდებული. შიშით ხვდები, როგორ გააგრძელებდი ცხოვრებას, მისი გმირების კვალდაკვალ, ცოტა მეტი გამბედაობა და სიმამაცე რომ გქონებოდა. არა, არ იფიქრო თითქოს, ბერნარდომ შენი და ჩემი “შიშები”, სადმე გადაეყარა, არა, მათაც განახებს, განახებს გაშიშვლებულს და ბოღმით აგავსებს - საკუთარი უსუსურებისათვის.
ბერტოლუჩისთან, აწმყო, მომავალს ეკვრის ხოლო, მომავლის შიში ლაითმოტივად, გასდევს, იზაბელს, შანდურაის, ტეოს, ალფრედოს, სოფის მე და თქვენ, მოკლედ ყველა მის გმირსა და მათ პროტოტპს... აღფრთოვანება და ტკივილი, ბოღმა სურვილი მოკლა გაანადგურო, მოსპო, რადგან არ შეგწევს ძალა, მიიღოს ისნი და საკუთრა თავში მიუჩინო კუთხის ნატეხი... და თუ შეძელი მაშ, უკვე საკუთარი თავი გძულს.
“ცოლ-ქმარი ერთად, 200 წელიც რომ ცხოვრობდეს, ქმარი ვერასოდეს გაიგებს ვინ არის მისი ცოლი” – ასე დასტირი მარლონ ბრანდოს გმირი, საკუთარი ცოლის სისხლისგანდაცლილ სხეულს. დასტირის ქალს, რომელმაც საოცნებო ოსტატობით შეძლო ქმრისა და საყვარლი გაიგივება, დამეგობრება და მათი ერთ ჭერქვეშ შეყრა... ბოღმანარევი ზიზღი და უსუსურობის განცდა, განა სხვა რა დაგებუფლება, იმ მამაკაცის შემხედვარეს, როემელიც თვითმკვლელ “უმადურ ცოლს” დასტირის, უკანასკნელი სალანძღავი სიყტვებით ამკობს და მაინც... განა ცხოვრებაშიც ასე არ ხება?! Gგანა, ჩვენს ფანჯრებს მიღმა გამუდმებით არ ვიბრძვით, ჩვენი წილი სიყვარულისთვის, ვიბრძვით გააფთრებულნი და საკუთარი ბედნიერებისთვის სხვათა მოკვდინებასაც კი არ ვერიდებით. ბერტოლუჩი, ცხოვრების პარადოქსია...
ბერტოლუჩი შენია და ჩემი, მოკლედ ყველა ჩვენთაგანის ფანჯრებსმოყუდებული კინოდარაჯია. მან ყველაზე უკეთ იცის, ერთგულების ფასი და არ ცდილობს ყალბი პათეთიკით ადამიანები გახადოს იმაზე კარგი, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან, ან იქნებიან. შენ ამაყი ხარ, რადგან ხვდები დასაფარი არაფერი გაქვს. შენი ცელულიტი ქორფაა, და თავლის უშრო ჭრილი მომხობვლავი რადგან ესა ხარ შენ, შენი ადამიანი... ბერტოლუჩისთან ის ხარ რაც უნდა იყო.
მარადიული “სილტოლვილე”
გამოსავალი ყველაფრიდან არსებოს, თუ ამ ცხოვრებაში არა. ალბათ, ათასი დედამიწისა და რეინკარნაციის გავლაა საჭირო საკუთარი თავის საპოვნელად. საპოვნელად იმ პირვენებისა რომელიც სადღაც შენ სიღმეებში ცხოვრობს. ღამე ძილისას გამოდის შენგან, ბნელეთში დაეხეტება და შენ და კოსმოს გაერთიანებთ.
ბერტოლუჩის გმირების გაუთავებელი ლტოლვა, სურვილი, მიაღწიონ, უცხო აღქმული მიწას პრაქტიკულად მიუღწეველია. მათ, დაუსრულებელ სპირალზე, სიბრტყეზე სიარული, ქანცავთ. გარბიან, ყველანი და ყველაფრისაგან, რეალობისგან, ოცნებისაგან, შიშისგან, სიყვარულისა და საკუთარი თავისაგან... გარბიან ყველა იმ ცხოვრების უსიამივნებისა თუ სიამოვნებისაგან რომელსაც ადამიანურ ემოცია და შესაძლო ტკივილი მოაქვთ. მხოლოდ სპეტაკი სილამაზით, სისუფთავით, მცირე მათგანი თუ ეზიარება იმას, რასაც ბერტოლუჩის სამყარო და თავად ცხოვრება ჰქვია.
ბერტლოუჩიც გარბის, გარბის დროსთან ერთად, რომლსაც არავითარი კანონზომიერება არ არინტერესებს. ბერტოლუჩი გარბის უკიდეგანოდ უკანმოუხედავად, უსირცხვილოდ, გაშიშვლებული სივრცეში.
“სიყვარული არ არსებობს, არსებობს, მხოლოდ მისი მტკიცებულება” – ამ სიტყვებს მისი გმირები არაერთხელ იმეორებენ (“მოუხელთებელი სილამაზე”, “მეოცნებენი”) ამიტომაც ყოველი მისი ქმნილება ადამიანური სიყვარულის მტკიცებულებაა.

No comments:

Post a Comment